მთავარი მთავარი
შავი ზღვის სამშვიდობო ქსელი
მოუგვარებელი კონფლიქტები და გარე ფაქტორები - სემინარი გორში PDF Print E-mail

2012 წლის 15 მარტს ქ. გორში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში მიმდინარე საერთაშორისო პროექტის "შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის" ქართული კომპონენტის ფარგლებში, გაიმართა რეგიონული სემინარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის თემაზე მოუგვარებელი კონფლიქტები და გარე ფაქტორები. სემინარში მონაწილეობა მიიღეს  შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ექსპერტებმა იულია ხარაშვილმა (იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ”თანხმობა”), გიორგი გვიმრაძემ (სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი) და ვასილ ჭყოიძემ (ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრი), ასევე ორგანიზაცია კრიზისების მართვის ინიციატივის  წარმომადგენელმა, პროექტის შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის მთავარმა მენეჯერმა მიხეილ მირზიაშვილმა, პროექტის შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ქართული კომპონენტის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა და პროექტის კოორდინატორმა რუსუდან მარგიშვილმა.

სემინარზე, რომელიც გაიმართა გორის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი თემატიკა: ი. ხარაშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე ”გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა”, გ. გვიმრაძემ - ”ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები და მათი შესაძლო ასახვა საქართველოზე” და ვ. ჭყოიძემ - ”კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის ჭრილში”.  შეხვერაზე გაიმართა საინტერესო დისკუსია  მოხსენებებში წარმოდგენილი აქტუალური საკითხების გარშემო.

 

 
შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ბიულეტენი #7 PDF Print E-mail

წაიკითხეთ შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ბიულეტენი #7

 

დააჭირეთ აქ

 
შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ბიულეტენი #5 PDF Print E-mail

წაიკითხეთ შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ბიულეტენი #5

 

დააჭირეთ აქ

 
შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ბიულეტენი #6 PDF Print E-mail

წაიკითხეთ შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ბიულეტენი #6

 

დააჭირეთ აქ

 
შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ბიულეტენი #4 PDF Print E-mail

წაიკითხეთ შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ბიულეტენი #4

დააჭირეთ აქ

 
«StartPrev1234567NextEnd»

Page 1 of 7
 

საზოგადოებრივი აზრი

”გაყინული” კონფლიქტების მოგვარების გზები