მთავარი პირველი შეხვედრა 25.09.2009
პირველი შეხვედრა 25.09.2009 PDF Print E-mail

შავი ზღვის სამშვიდობო ქსელი  
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და დამოუკიდებელ ექსპერტთა პირველი შეხვედის ანგარიში
25.09.2009

შესავალი

ამა წლის 25 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა ექსპერტთა შეხვედრა, რომელიც პირველად ჩატარდა პროექტის “შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის” ქართული კომპონენტის ფორმატში.


აღნიშნული პროექტი ხორციელდება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და კრიზისების მართვის ინიციატივის ორგანიზაციასთან (ჩრისის Mანაგემენტ Iნიტიატივე)  თანამშრომლობით.

შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოში კონლფიქტების მოგვარების, რეგიონული თანამშრომლობისა და რეგიონული კონტექსტის საკითხებში მოღვაწე დამოუკიდებელი ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი დაინტერესების შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შემუშავებული კითხვარის შევსება. 

 

შესავალი კომენტარები


შესავალ სიტყვაში, პროექტის ხელმძღვანელობამ მოკლედ აღწერა პროექტის მიზნები და საბოლოო პროდუქტის მიღების მექანიზმები.
პროექტი გულისხმობს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და რეგიონული თანამშრომლობის თემაზე რეკომენდაციათა შემმუშავებელი თვითმართვადი სამოქალაქო საზოგადოების საბჭოების შექმნას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში. პროექტის სტრუქტურა მიმართულია ამ პროცესში ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

პროექტის საქმიანობა მოიცავს შექმნილი საექსპერტო საბჭოს მიერ საქართველოში (და შავი ზღვის რეგიონში) არსებული კონფლიქტების მოგვარების აქტუალურ საკითხებზე შეხვედრების (დისკუსიების) გამართვას. პროექტი ასევე ითვალისწინებს შავი ზღვის ანალოგიურ საბჭოებთან რეგიონული ხასიათის შეხვედრებს. 
პროექტის ქართული კომპონენტის ხელმძღვანელმა (ბ-ნი კახა გოგოლაშვილი) აღნიშნა, რომ არსებობს გარემოებები, რომლებიც შავი ზღვის როგორც რეგიონის განვითარების პროცესს მოწმობს. ამ რეგიონში არსებული კონფლიქტებში (აფხაზეთი, სამაჩაბლო, ყარაბაღი, დნესტრისპირეთი) მიუხედავად მათი ინდივიდუალური სპეციფიკისა, მაინც არსებობს საერთო მახასიათებელები, რაც საშუალებას მისცემს პროექტში მონაწილე ქართველ ექსპერტებს, გაუზიარონ გამოცდილება პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს (მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი) ისევე, როგორც მათგანაც მიიღონ დამატებითი ინფორმაცია.

შესავალ სიტყვაში განხილული იქნა კრიზისების მართვის ინიციატივის ორგანიზაციის როლი და დამსახურება როგორც აღნიშნულ პროექტში, ასევე რეგიონში კონფლიქტების მოგვარების სფეროში განხორციელებულ სხვა პროექტებში.

შესავალ ნაწილში ასევე იყო წარმოდგენილი პროექტის საქმინობის ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა ექსპერტთა საბჭოს შეხვედრები, საინფორმაციო ბიულეტენის გამოცემა, პროექტის ვებ გვერდი, სხვა. გადაწყდა, რომ ექსპერტთა საბჭოს წინანდადებით შეხვედრებზე განსახილველ და ბიულეტენში განსათავსებელ თემებს პროექტის ე.წ. მრჩეველთა საბჭო დაამტკიცებს.

ექსპერტთა საბჭოს წევრების უმეტესობამ გამოთზვეს სურვილი, რომ მოამზადონ პრეზენტაციები მომავალი შეხვედრებისათვის, რომელთა საფუძველზეც გაიმართება დიოსკუსიები. ექსპერტები ასევე დაამუშავებენ თემებს ბიულეტენში განსათავსებლად. 

პროექტის ქართული კომპონენტის მმართველი ორგანიზაცია – საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი საბჭოს შემდეგ შეხვედრამდე მომაზადებს ვებ გვერდისა და პირველი საინფორმაციო ბიულეტენის პროექტებს. 


პროექტის მიზნების, კომპონენტებისა და სამომავლო პროდუქტის გაცნობა

კრიზისების მართვის ინიციატივების ორგანიზაციის წარმომადგენელმა (ბ-ნი მიხეილ მირზიაშვილი), აღნიშნა, რომ “შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის” პროექტის საბოლოო პროდუქტი, რომელიც მონაწილე ექსპერტებმა უნდა შეიმუშავონ, ინფორმაციული ხასიათისაა (ვებ-გვერდი და საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენი), რომელიც გასაცნობად ყველა დაინტერესებულ აქტორს მიეწოდება. აღნიშნულ ბიულეტენში აისახება, თუ რა მოსაზრება, ხედვა გააჩნია სხვადასხვა ექსპერტს კონფლიქტების პრობლემატიკაზე.

პროექტის მიზნების ეფექტიანად შესრულებისათვის აუცილებელია ისეთი გუნდის ფორმირება, რომელიც ინტენსიურად მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროცესებში. ეს ორგანო წარმოადგენს “მრჩეველთა საბჭოს”. აღნიშნული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებებს ექსპერტთა შეხვედრების დაგეგმვის, დღის წესრიგის შემუშავებისა და დამტკიცების შესახებ, ის ასევე ასრულებს სარედაქციო კოლეგიის ფუნქციას ბიულეტენის მომზადების დროს. ექსპერტებს შესაძლებლობა ეძლევათ თავად შეიმუშავონ შეხვედრების თემატიკა და იმ თემებზე გააკეთონ აქცენტი, რომლებიც აქტუალურად მიაჩნიათ.

მრჩეველთა საბჭო სამოქალაქო ფორუმის ერთ-ერთ სახეობასაც წარმოადგენს, ის ერთის მხრივ იმუშავებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ფართო მასებთან, მეორეს მხრივ დაეხმარება ექსპერტთა მოსაზრებების კონსოლიდაციას.

აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენს თვითმართვად სამოქალაქო სტრუქტურაზე გადასვლა. ექსპერტები სამოქალაქო ექსპერტიზის რესურსია, რომელმაც ხმა ფართო საზოგადოებას უნდა მიაწვდინოს.

პროექტის მიზნების, კომპონენტებისა და სამომავლოდ შესაქმნელი პროდუქტის გაცნობას დისკუსია მოჰყვა. დაისვა სხვადასხვა სახის შეკითხვა სამიზნე აუდიტორიასთან, დაინტერესებულ მხარეებთან და ქვეყნებთან დაკავშირებით. ასევე განხილულ იქნა სხვადასხვა კონფლიქტების შესახებ რეგიონალურ დონეზე მსჯელობის საჭიროება და მიზანშეწონილობა. ხაზი გაესვა, მომავალში პროექტში სხვა ქვეყნების (რუსეთის, უკრაინის, თურქეთის) ჩართვის აუცილებლობას.




მრჩეველთა საბჭოში წევრების არჩევა

პროექტის მიზნების, კომპონენტებისა და საბოლოო პროდუქტის განხილვის შემდეგ, შეხვედრის მომდევნო ეტაპს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევა წარმოადგენდა. შეხვედრაზე მყოფმა ექსპერტთა საზოგადოებამ ერთხმად დაასახელა 6 (ექვსი) მონაწილე:

•    ბატონი ალექსანდრე რუსეცკი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტი
•    ქალბატონი იულია ხარაშვილი, იძულებით გადაადგილებულ პირ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”
•    ბატონი გიორგი ვოლსკი, თავისუფალი აზრის სახლი
•    ქალბატონი ნათელა სახოკია, სტრატეგიული კვლევის ცენტრი
•    ბატონი ალექსანდრე კუხიანიძე, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლევის ცენტრი
•    ქალბატონი ნაირა ბეპიევი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


მსხჯელობა კომპონენტების, (შემდეგი შეხვედრის დღის წესრიგის, განსახილველი თემების, პროექტის შედეგების) შესახებ

შეხვედრაზე გაიმართა მსჯელობა მომავალი შეხვედრის დღის წესრიგის შესახებ. შემოთავაზებულ იქნა რიგი საკითხებისა, რომელიც ექსპერტებმა მნიშნველოვნად მიიჩნიეს. მათ შორის დასახელდა შემდეგი თემები:

•    რუსეთის როლი შავი ზღვის რეგიონის კონფლიქტებში
•    მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში
•    კონფლიქტების დარეგულირების ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები
•    რესურსები, რომლებიც არ გამოუყენებიათ - ქალების როლი კონფლიქტების მოგვარებაში
•    აფხაზეთის მილიტარიზაცია
•    თურქეთისა და სომხეთის ურთოიერთობა და ჯავახეთის რეგიონი
•    ევროპის როლი კონფლიქტების დარეგულირებაში
•    კონფლიქტის მხარეების ინტელექტუალური ნაწილის ჩართვა სამომავლო პროდუქტის შექმნაში
•    ახალი სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობა
•    აღმოსავლეთ პარტნიორობის როლი რეგიონში
•    საინფორმაციო ომის წარმოება აგვისტოს ომის შემდეგ
•    ხელისუფლების პოლიტიკა გალის რაიონის და ახალგორის რაიონების მიმართ
•    ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართულენოვანი მოსახლეობის მიმართ პოლიტიკა
•    სხვა რეგიონალურ კონფლიქტებზე რა გავლენა იქონია აგვისტოს ომმა
•    სავარაუდო კონფლიქტების რეგიონები (ყაზბეგი, თრუსოს ხეობა)
•    შავი ზღვაში კონტრაბანდა და სხვა ორგანიზებული დანაშაულები
•    დევნილი მოსახლეობის როლი კონფლიქტების მოგვარებაში

აღნიშნული მრავალრიცხოვანი საკითხებიდან უახლოეს შეხვედრაზე წარმოსადგენი პრეზენტაციისათვის შეირჩა ორი, ექპერტების აზრით ყველაზე აქტუალური თემა:
•    ხელისუფლების პოლიტიკა გალისა და ახალგორის რაიონების მიმართ და ამჟამად იქ არსებული მდგომარეობა (მომხსენებელი: ბატონი პაატა ზაქარეიშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში)
•    სავარაუდო კონფლიქტების ზონები (მომხსენებელი: ბატონი მამუკა არეშიძე, თავისუფალი აზრის სახლი)

დამატებით განსახილველი საკითხები და შეხვედრის შეჯამება

შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში პრესასთან ურთიერთობის მექანიზმები, შემდგომ შეხვედრაზე მოხსენებების გარდა განსახილველი სავარაუდო დამატებითი საკითხები (მაგ: ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შედეგების განხილვა, ევროკავშირის ასამბლეის სხდომის შედეგები, ევროკავშირის ახალი სამეზობლო პოლიტიკა, ენერგო რესურსების უსაფრთხოება რეგიონში).


 
 

საიტზე შემოსულია

We have 1 guest online