მთავარი მესამე შეხვედრა 13.11.2009
მესამე შეხვედრა 13.11.2009 PDF Print E-mail

13.11.2009
შესავალი

ამა წლის 13 ნოემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტის “შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის” ქართული კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ექსპერტთა რიგით მესამე შეხვედრა.

პროექტი ხორციელდება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და კრიზისების მართვის ინიციატივის ორგანიზაციასთან (ჩრისის Mანაგემენტ Iნიტიატივე) თანამშრომლობით.
შეხვედრაზე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის ორმა წარმომადგენელმა წარადგინა საკუთარი პრეზენტაციები თემებზე: თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების საკითხისათვის (ივლიანე ხაინდრავა – რესპუბლიკური ინსტიტუტი) და ოსთა განათლების საკითხიY(ნაირა ბეპიევი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების საკითხისათვის


ივლიანე ხაინდრავა

ექსპერტის აზრით ადგილი აქვს არა მხოლოდ გარღვევას თურქულ-სომხურ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალიების ჩამოყალიბებასაც (რაც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომით დაიწყო). თურქეთმა სხვებზე უფრო სწრაფად მოახდინა რეაგირება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე: 13 აგვისტოს პრემიერმა ერდოგანმა მოსკოვში ვიზიტისას გამოაქვეყნა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმა. აშკარად იკითხებოდა თურქეთის მხრიდან ინიციატივის საკუთარ ხელში აღების მცდელობა. აქტიური თურქულ-რუსული პოლიტიკური კონტაქტებისა და აშშ-ის მხრიდან ერთგვარი პასიურობოს ფონზე (სწორედ ასე იყო ინტერპრეტირებული ვაშინგტონის დუმილი ამ ინიციატივის გამოქვეყნებაზე) გაჩნდა ეჭვი რუსეთსა და თურქეთს შორის სამხრეთ კავკასიაში გავლენათა სფეროების განაწილების და რეგიონზე ერთობლივი რუსულ-თურქული არაფორმალური პროტექტორატის დამყარების თაობაზე. ამ ეჭვს აძლიერებდა ისიც, რომ პლატფორმაში არც აშშ და არც ევროკავშირი არ იყვნენ მიჩნეულნი რეგიონის მთავარ მოთამაშეებად. სომხეთმა ასევე სწრაფად უპასუხა რუსულ-ქართული ომით გაჩენილ გამოწვევბს რადგანაც ეს ქვეყანა ერთ-ერთ დაზარალებულ მხარედ მოგვევლინა. რუსეთის მიერ საქართველოს მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის ბლოკირებამ სომხეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიაყენა; თურქეთთან (და აზერბაიჯანთან) ჩაკეტილი საზღვრების პირობებში კიდევ უფრო გამოიკვეთა საქართველოზე გამავალ გზებზე მისი სრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე საფრთხე; სერიოზული პრობლემები შეექმნა სომხეთის თავდაცვისუნარიანობას მისი არმიის შეიარაღება-აღჭურვის სათანადო დონეზე შენარჩუნების კუთხითაც.


მოხსენებაში ძირითადი ყურადღება დაეთმო სომხეთ-თურქეთის ურთოერთობების განვითარების რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი დინამიკას: სომხეთის პრეზიდენტმა მიიწვია თურქი კოლეგა 2008 წ. 6 სექტემბრის მატჩზე სომხეთისა და თურქეთის ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის, 2009 წ. აპრილში ცნობილი გახდა, რომ თურქეთი და სომხეთი შეთანხმდნენ ე.წ. “საგზაო რუკის” თაობაზე, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების მოგვარების კონკრეტულ ღონისძიებებსა და ეტაპებს მოიცავს; მომხსენებელმა განიხილა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესი და ამ საკითხის შესაძლო კავშირი ორმხრივი სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზებასთან. მოხსენებაში ასევე გამოიკვეთა თითოეული მოთამაშის (ევროპა, აშშ, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, საქართველო) პოზიცია სომხურ-თურქული ურთიერთობების გაუმჯობესებასთან და განივთარების დინამიკასთან დაკავშირებით მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ვითარება სამხრეთ კავკასიაში დინამიურია და ახალი რეალიები ახლებურ მიდგომებს მოითხოვს. Eქსპერტის აზრით საქართველოს მცდელობა, ~ამომხტარიყო“ რეგიონული ფორმატიდან და დამოუკიდებლად გადაეწყვიტა საკუთარი უსაფრთხოებისა და ევროინტეგრაციის პრობლემები 2008 წ. აგვისტოს ომმა დაასამარა. „ჩვენ არამც თუ დავკარგეთ რეგიონის არაფორმალური ლიდერის პოზიცია, რეგიონში პრობლემების გენერირების წყაროდ ვიქეცით“. Aმიტომ, მსი აზრით ანგარიშგასაწევია ვაცლავ ჰაველის აზრი, იმის თაობაზე, რომ საქართველომ, პირველ ყოვლისა, თავის უშუალო სამეზობლოში უნდა გაიმყაროს პოზიციებიო.


ექსპერტმა ასევე ისაუბრა სომხეთ-თურქეთის დაახლოების ფონზე საქართველოსთვის მოსალოდნელი შედეგების |შესახებ .  
მოხსენების შემდეგ ექსპერტებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა, ექსპერტებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე: საქართველოს სატარიფო პოლიტიკა სომხეთის მიმართ, ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის დადებითი და უარყოფითი მხარეები, სომხური და თურქული მოსახლეობის მოსაზრებები და დამოკიდებულება აღნიშნული პროცესების მიმართ, სომხური პრესაში დაფიქსირებული პოზიციები, აზერბაიჯანის დამოკიდებულება სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების საკითხთან. ასევე იმსჯელეს იმაზე თუ თუ რამდენად აისახება სამცხე-ჯავხეთში არსებულ ვითარებაზე სომხეთ-თურქეთის დაახლოების გეგმები. Aამ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელმა გამოყო ორი ძირითადი მოსაზრება: ერთის მიხედვით დაძაბულობა ჯავახეთში ნელ-ნელა იკლებს, რეგიონიდან რუსული არმისს გასვლის შემდეგ გაჩენილი შიშები თურქეთის მხრიდან სომხრების ახალი გენოციდის შესაძლებლობის შესახებ უნდა გააქროს თურქეთთან სომხეთის დაახლოებამ. მეორეს მიხედვით შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დაშნაკთა პარტიის მიერ ჯავახეთის, როგორც საკუთარი არსებობის და წარმოჩენისთვის ადგილად დამკვიდრების მცდელბას. არ არის გამორიცხული, რომ ჯავახეთი, რაიმე სახით, ყარაბახის გამო “კომპენსაციდ” განიხილონ გარკვეულმა ძალებმა.

ოსთა განათლების საკითხი

ნაირა ბეპიევი


ქალბატონმა ნაირა ბეპიევამ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ოსების მშობლიურ ენაზე საქართველოში სწავლა-განათლების პრობლემატიკაზე ისაუბრა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ისტორიული წყაროების თანახმად, ოსთა სწავლა-განათლებაზე ქართველი მეფეებიც ზრუნავდნენ. Mმან წარმოადგინა ამ პროცესის ამსახველი მე-13 საუკუნიდან ჩვენ დრომდე არსებული უხვი ისტორიული ცნობები. შაერო და სასულიერო პირების მცდელობა განათლება შეეტანათ საქართველოში მაცხოვრებელი ოს ეთნოსში ემსახურებოდა მათ მაქსიმალურ ინტეგრირებას ქვეყნის ცხოვრებაში და მათში საერთო ქართული და ქრისტიანული ფასეულობებისადმი პატივისცემის გაღვივების საქმეს. ამ მიმართებით ყურადღება არც მოგვიანებით შენელებულა, თუმცა 1990-იანი წლების მოვლენებმა უარყოფითი გავლენა იქონია ოსთა განათლებაზე. მასობრივი მიგრაციის გამო საგრძნობლად შემცირდა ოს მოსწავლეთა და ოსური ენის მასწავლებელთა რიცხვი (დღეისათვის ასეთი კადრი საქართველოში ძალიან ცოტაა, ახლო მომავალში კი საერთოდ აღარ იქნება). შესაბამისად, ცოტა დარჩა სკოლა, რომელშიც ოსურ ენას ასწავლიან (უაღრესად დადებითი ფაქტორია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 2006 წელს თბილისში გახსნა ოსური საკვირაო სკოლა).


მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკმაოდ მოძველებულია არსებული ოსური ენის სახელმძღვანელოები. ამასთანავე, ოს მოსწავლეთა უმეტესობა (და მასწავლებელიც) ოსური ენის სახელმძღვანელოს გარეშეა დარჩენილი. შემდგომი მცდელობები ოსურენოვან სკოლებში სპეციალური საგნების სწავლებისა ოსურ ენაზე განწირულია რადგანაც მოსწავლეებს არა ქვთ საშუალება დაბალ კლასებშივე დაეუფლონ დედა ენას.


პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ექსპერტებს შორის დისკუსია გაიმართა. განიხილეს რიგი აქტუალური საკითხებისა: სიტუაცია ზნაურის რაიონში განათლების კუთხით, ოსურ ენაზე დაწერილი სახელმძღვანელოების დეფიციტი, ოსურ ენაზე სწავლების მიზანშეწონილება საქართველოში. ექსპერტების ჯგუფის წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა რიგი იდეებისა. მაგალითად: ოსი აბიტურიენტებისთვის მისაღები გამოცდების გამარტივების შესახებ, ქართველების მიერ ოსური ენის შესწავლის შესახებ, რაც მეზობლებთან კომუნიკაციას გააუმჯობესებდა.

შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ექსპერტთა შემდგომი შეხვედრის დღის წესრიგის განხილვა და სხვა საკითხები. შეხვედრის დასრულება
შეხვედრის ბოლოს განხილულ იქნა შემდგომ შეხვედრაზე წარსადგენი მოხსენებები. შესაძლო თემებს შორისაა – საქართველოში არსებული უცხო ქვეყნოის ბაზების საკითხი და ევგროკავშირის როლის პერსპექტივა საქართველო-რუსეთის (ასევე ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების) კონფლიქტის მოგვარებაში.


ექპერტებმა ასევე იმსჯელეს კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების მექანიზმების შესახებ.

 
 

საიტზე შემოსულია

We have 2 guests online