მთავარი მერვე შეხვედრა 15.06.2010
მერვე შეხვედრა 15.06.2010 PDF Print E-mail

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და დამოუკიდებელ ექსპერტთა მე-8 შეხვედის ანგარიში

15.06.2010

2010 წლის 15 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტის ”შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის” ქართული კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ექსპერტთა რიგით მე-8 შეხვედრა.

პროექტი ხორციელდება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და კრიზისების მართვის ინიციატივის ორგანიზაციასთან (Crisis Management Initiative) თანამშრომლობით.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პრეზენტაციები გააცნო ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის ორმა წარმომადგენელმა: ირაკლი მენაღარიშვილმა (სტრატეგიული კვლევის ცენტრი) და თორნიკე შარაშენიძემ (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი).

ი. მენაღარიშვილმა თავის მოხსენებაში - რუსულ-ქართული ურთიერთობები: დიპლომატიური ჩიხი და გამოსავლის ძიება _ ქართულ-რუსილი კონფლიქტი განიხილა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მიმდინარე პროცესების საერთო კონტექსტში. მისი აზრით, მიუხედავად შექმნილი მძიმე ვითარებისა, საქართველოს მთავრობამ უნდა ეძებოს რუსეთთან მოლაპარაკების წარმოების გზები. პირველ ეტაპზე კონსულტაციები არაფორმალურ აქტორებს შორის უნდა შედგეს, მაგრამ სახელმწიფომ უნდა წაახალისოს ასეთი შეხვედრები (მოხსენების სრული ვერსია იხ. ქვემოთ).     

თორნიკე შარაშენიძემ თავის მხსენებაში - რუსულ-ქართული კონფლიქტი: მიზეზები, შედეგები პერსპექტივები - ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქართული და რუსული საზოგადოება არ იცნობს ერთმანეთს. მათი ინტერესებისა და მისწრაფებების ინტერპრეტაცია ხშირად არასწორად ხდება. ნებისმიერი სახის ცვვლილება ორივე ქვეყანაში აარადეკვატურად აღიქმება და პასუხიც ხშირად მცდარია. (მოხსენების სრული ვერსია იხ. ქვემოთ)

ირაკლი მენაღარაშვილის მოხსენების შემდეგ აზრი გამოთქვეს ზურაბ აბაშიძემ და ლაშა ტუღუშმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობისას საქართველო უნდა განთავისუფლდეს შიდაპოლიტიკური კონტექსტიდან და რომ პრობლემების გლობალურად მოგვარებისთვის, პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სწრაფი ტრანსფორმაცია  დემოკრატიულ და კეთილდღეობის მქონე საზოგადოებად.

თორნიკე შარაშენიძის მოხსენების შემდეგ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ზურაბ შენგელიამ, ალექსანდრე რუსეცკიმ, ლაშა ტუღუშმა და გოჩა გვრამიამ. ზ. შემგელიამ აღნიშნა, რომ საჭიროა კარგად გავიგოთ რუსეთის მოქმედების შინაგანი ლოგიკა და მოტივაცია. მისი აზრით, აფხაზეთი და ოსეთი რუსეთის შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ასპექტია.  ა. რუსეცკიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ საჭიროა კარგად გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, ქართულ-რუსული და, მეორე მხრივ,  საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თემები. ლ. ტუღუშმა ეჭვ ქვეშ დააყენა რუსეთის მოდერნიზაციის შესაძლებლობის საკითხი, რომელიც, მისი აზრით,  პირდაპირ გავლენას უნდა ახდენდეს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტბზე. გ. გვარამიამ ვრცლად ილაპარაკა რუსეთის მიმართ გასატარებელი პოლიტიკის ასპექტებზე, რომ აუცილებელია არ მოხდეს რიტორიკის ბოროტად გამოყენება, რომ ურთიერთობებში უნდა ჩაერთოს ევროპა და რომ რუსულ საზოგადოებაში უნდა დაიწყოს საქართველოს შესახებ დადებითი წარმოდგენის დამკვიდრება. მისი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობა აფხაზურ ელიტასთან.  ბოლოს თ. შარაშენიძემ დაასკვნა, რომ, პირველ რიგში, საჭიროა ჩვენმა საზოგადოებამ შეძლოს ისტორიის საღად აღქმა და გააზრება.         

 
 

საიტზე შემოსულია

We have 1 guest online