მთავარი მეშვიდე შეხვედრა 15.06.2010
მეშვიდე შეხვედრა 15.06.2010 PDF Print E-mail

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და დამოუკიდებელ ექსპერტთა მე-7 შეხვედის ანგარიში

13.05.2010

შესავალი

2010 წლის 13 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტის “შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის” ქართული კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ექსპერტთა რიგით მეშვიდე შეხვედრა.

პროექტი ხორციელდება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და კრიზისების მართვის ინიციატივის ორგანიზაციასთან Crisis Management Initiative) თანამშრომლობით.

შეხვედრაზე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის. ბატონი თემურ იაკობაშვილის მიერ წარედგინა – ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის პრაქტიკული რეალიზაციის გეგმას წარმოადგენს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დავით რაქვიაშვილი და რეინტეგრაციის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.  

ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა

რეინტეგრაციის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმაში საჭირო იყო შესულიყო კონკრეტული შეოთავაზებები იმის დასტურად, რომ საქართველო სერიოზულად არის განწყობილი გეგმის რეალიზაციაზე. სახელმწიფო სტრატეგიაში ჩამოყალიბებული მიდგომები ადამიანზეა ორიენტირებული (ჰუმანოცენტრულია); შესაბამისად, სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ისეთი გარემოს შექმნას, რაც გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის მზარდ ურთიერთქმედებას, თანამშრომლობას, პარტნიორობასა და საქართველოში მცხოვრებ თემებს შორის ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. 

სამოქმედო გეგმის უმნიშვნელოვანესი საკითხები თავმოყრილია პირველ ბლოკში, რომელშიც გვთავაზობს საკითხების რეალიზაციისათვის გათვალისწინებულ შვიდ მექანიზმს. 

ერთ-ერთი აქტუალური საკითხია - სამოქალაქო დოკუმენტები. როგორც, მინისტრმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, იდეალური გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ აფხაზეთისა თუ სამხრეთ ოსეთში ყველა მაცხოვრებელზე გაცემულიყო ქართული პასპორტი, ამის ალტერნატივაა იმ ფაქტან შე გუება, რომ მათ რუსული პასპორტები აქვთ. ერთისა და მეორეს შეუძლებლობის ან მიურებლობის გამო გაჩნდა მოსაზრება ე.წ. ნეიტრალური დოკუმენტის შემოღებასთან დაკავშირებით: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, (ან ე.წ. არამოქალაქის პასპორტი).
აღნიშნული მოწმობის აღება შესაძლებელი იქნება გორსა და ზუგდიდში. აღნიშნული მოწმობით აღჭურვილ ადამიანს ექნება საქატYველოს მოქალაქისათვის მინიჭებული ყველა უფლება და შეღავათი, ყველა  სახელმწიფო პროგრამაში ჩართვით. მას ასევე უფლება ექნება აწარმოოს საქართველოში ბიზნესი. ამ დოკუმენტის საფუძველზე დაიშვება ე.წ. სამგზავრო დოკუმენტიც (laissez-passer). დოკუმენტები გაიცემა აფხაზეთსა თუ სამხრეთ ოსეთში დაბადებულ ნებისმიერ მაცხოვრებელზე.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად აფხაზეთში აღარ არიგებენ რუსულ პასპორტებს. Aსევე შეიზღუდა აფხაზური დოკუმენტებით რუსეთში შესვლა.

ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მეორე ბლოკი უშუალოდ საოკუპაციო, გამყოფ ხაზებთან ეკონომიკური ზონების შექმნას გულისხმობს, რომელიც მრავალფუნქციური იქნება. ბაზრობა, სასაქონლო მეურნეობა, ეკონომიკური ინტერაქციის მექანიზმები, ერთობლივი საწარმოები და ა.შ. 
შეიქმნება ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგალურად მოქმედი ფინანსური ინსტიტუტი (ბანკი), იმისათვის რომ არსებობდეს ლეგალური გადარიცხვისა და ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობა.

შემდეგი ეტაპი სპეციალური “ტრასტ-ფონდის” შექმნაა, რომელიც დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ადგილზე სხვადასხვა სახის პროექტების განახორციელებას. სამინისტროს სურვილია, მათ იმოქმედონ დამოუკიდებლად და ყველა პროექტის დაფინანსება ღიად მოხდეს, ხოლო რეინტეგრაციის სამინისტრო, აღნიშნული აქტივობების ერთობლივ იმპლემენტაციას შეუწყობს ხელს.

შეიქმნება ასეე თანამშრომლობის სააგენტო, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, გამყოფ ხაზებს შორის და მიმდებარე ტერიტორიებზე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის. სახელმწიფო ეგიდით მოქმედი კორპორაცია, რომელიც გასწევს დახმარებას გამყოფ ხაზებს შორის პარტნიორთა მოძიებისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის საჭირო ძალისხმევის კოორდინირებისთვის და საქართველოში/საზღვარგარეთ პოტენციური ინვესტორების ბიზნეს შესაძლებლობათა ხელშეწყობისთვის. 

იმისათვის რომ გაიოლდეს კომუნიკაცია და გამარტივდეს ერთობლივი პროექტების განხორციელება, საქართველოს მთავრობას, აფხაზეთის მაკონტროლებელ ძალაუფლებასა და იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ, სამოქმედო გეგმაში საუბარია ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის (LM) ჩამოყალიბებაზე. საქართველოს მთავრობის სურვილია, ანალოგიური მექანიზმი შემუშავდეს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში.
საკოორდინაციო მექანიზმი შედგება ორივე მხარესთან შეთანხმებული და ერთობლივად დანიშნული კოორდინატორისა და მისი მოადგილისაგან, აღჭურვილია ოფისებითა და მცირე დამხმარე პერსონალით, როგორც სოხუმში, ასევე თბილისში. მექანიზმი ეფუძნება მანამდე არსებულ ქართულ/აფხაზურ ორმხრივ საკოორდინაციო კომისიას. მას ტექნიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას გაუწევს გაერო-ს განვითარების პროგრამა.

გამომსვლელი ასევე შეეხო ჩართულობის ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ერთობლივი საინვესტიციო ფონდი და ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონები. 

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ იგეგმება შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან ივნისში დაიდება სამოქმედო გეგმა, ხოლო ივლისში ჩაატარდება დონორთა კონფერენცია სადაც უნდა წარდგენილ იქნას კონკრეტული პროექტები.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ასევე მიმოიხილა სხვა სფეროებში დაგეგმილი პროექტები: მათ შორის განათლებაში, ჯანდაცვასა და სატრანსპორტო სფეროში. ხაზი გაუსვა ასევე სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობას აღნიშნული გეგმის განხორციელებაში.

მოხსენების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ექპერტებმა გეგმა დადებითად შეაფასეს და განიხილეს ისეთი საკითხები როგორციაა: რას მოაზრებს რენიტეგრაციის სამინისტრო როგორც ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორებს,  მომზადებულია თუ არა საკანონმებლო ბაზის ცვლილებები, რათა სამოქმედო გეგმა არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან და სხვა კანონებთან, იქნება თუ არა გამოყენებული დსთ-ს ფორმატში მომზადებული ძველი დოკუმენტები, გაწერილია თუ არა ვის რა ფუნქცია აქვს და ვინ აკოორდინირებს შვიდივე მექანიზმის ურთიერთქმედებას,  მოხდება თუ არა უწყებათაშორისი კოორდინაცია და რომელი სამინისტროები იქნებიან აქტიურად ჩართულები აღნიშნულ პროცესში გარდა რეინტეგრაციის სამინისტროსი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ახსენა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თემა მოსაგვარებელია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობით უნდა მოგვარდეს, ასევე პრობლემად დაასახელა საქართველოს მიერ გასაცემი დოკუმენტების დემონიზაციის მცდელობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული დე-ფაქტო მთავრობის მიერ. საკანონმდებლო ცვლილებები ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში 2010 წლის 21 თებერვალს შევიდა, შესაბამისად აღნიშნული გეგმა აღარ მოდის მასთან წინააღმდეგობაში. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძირითად კოორდინაციას გასწევს რეინტეგრაციის სამინისტრო, ზოგიერთი სტრუქტურა სრულიად დამოუკიდებლად იმუშავებს, მაგალითად ბანკი ან ტრასტ ფონდი. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს სურვილია სისტემა ჰორიზონტალური იყოს და ის მიკრო მენეჯმენტში არ ჩაერიოს.     

ექსპერტებმა განიხილეს სხვა სახელმწიფოების დამოკიდებულება აღნიშნული სამოქმედო გეგმის მიმართ.  ასევე ხაზი გაუსვეს, რომ დოკუმენტში არ არის ნახსენები ფსიქოლოგიური დახმარება, რომელიც მათი აზრით აუცილებელია (ე.წ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ოკუპირებული თერაპია).

ექსპერტებს შორის ასევე დებატები გაიმართა ტერმინოლოგიის საკითხებზე, სხვადასხვა ექსპერტი აცხადებდა რომ ზოგიერთი ტერმინის გამოყენება არა მართებულად ხდება.

ექპერტებმა დისკუსიის დროს ასევე აღნიშნეს, რომ გეგმის განხორციელებისათვის წინააღმდეგობები უფრო მეტია, ვიდრე მოხსენებაში იყო ჩამოთვლილი. მათ შორისაა ე.წ ცრურწმენები და ცრუ დაშვებები როგორიცაა მაგალითად ის, რომ  საერთაშორისო ორგანიზაციები ნამდვილად ჩაერთვებიან ტრასტ ფონდის საქმიანობაში, რომ აფხაზეთში უკვე გავარდნილია ხმა, რომ საქართველოში არის სხვადასხვა სიკეთეები, რომელთა გამოყენებაც იქნება შესაძლებელი, ასევე საეჭვოა ის, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელსაც თავისი ვიწრო ინტერესები აქვს, არაფერი ექნება აღნიშნული გეგმის საწინააღმდეგო, რომ ბიზნესს შეუძლია გაარღვიოს შექმნილი უნდობლობის ფარად.  ამ შენიშვნების ავტორის თქმით კვლევები აფხაზეთში საპირისპიროს გვიჩვენებს - მათ ჰგონიათ, რომ უფრო კარგად ცხოვრობენ ვიდრე დანარჩენ საქართველოში და რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მათ ცნობაზე თუ არა დეიზოლაციაზე მაინც წავა. 


ექსპერტთა და სამინისტროს წარმომადგენელთა საუბარი შეეხო ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულების საკითხს, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულება აფხაზეთის მხარეს სპეკულირებისათვის სჭირდება და რეალურად მათ ომის განახლების შიში არ ამოძრავებთ. მათ დაკარგეს ფუნქცია, როგორც კონფლიქტის მხარემ, და ცდილობენ ეს ფუნქცია დაიბრუნონ.  ამ მიმართულებით გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოს პარლამენტს შეუძლია ვალდებულება ცალხრივად აიღოს, რაც საქართველოს მეტ წონას შესძენს საერთაშორისო საზოგადოების თვალში.










 
 

საიტზე შემოსულია

We have 1 guest online