მთავარი მეხუთე შეხვედრა 28.12.2009
მეხუთე შეხვედრა 28.12.2009 PDF Print E-mail

შავი ზღვის სამშვიდობო ქსელი
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და დამოუკიდებელ ექსპერტთა მეხუთე შეხვედის ანგარიში

28.12.2009

შესავალი

 

ამა წლის 28 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტის “შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის” ქართული კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ექსპერტთა რიგით მეხუთე შეხვედრა.

პროექტი ხორციელდება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და კრიზისების მართვის ინიციატივის ორგანიზაციასთან (ჩრისის Mანაგემენტ Iნიტიატივე) თანამშრომლობით.

შეხვედრაზე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის ორმა წარმომადგენელმა წარადგინა საკუთარი პრეზენტაციები თემებზე: 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის წინა პერიოდი, სამშვიდობო გეგმა და შესაძლებლობები (გიორგი ვოლსკი, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი) და ქალები, გენდერი და სამშვიდობო პროცესი (შორენა ლორთქიფანიძე, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრი).

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის წინა პერიოდი, სამშვიდობო გეგმა და შესაძლებლობები
გიორგი ვოლსკი

მომსხენებელმა აღნიშნა, რომ 2004 წლიდან 2006 წლის აგვისტოს პერიოდში, მიუხედავად ვითარების არაერთხელ დაძაბვისა, როგორც ქართულ-აფხაზური ასევე ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების მიმართულებებით მოხერხდა მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ჩამოყალიბდა მოლაპარაკებათა ფორმატები, მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები, მათ შორის ეკონომიკური რეაბილიტაციის ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზე. პროცესებში აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების მნიშვნელოვანი ფინანსური ასევე პოლიტიკური მონაწილეობა, პრაქტიკულად გადაწყვეტილი საკითხი იყო. თვალსაჩინო გახდა რუსეთის წამყვანი როლის რეალური დაბალანსების წინაპირობები.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ, დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მოქმედებები რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საპასუხო რეაქციის არაადექვატური იყო. სათანადო ყურადღება არ მიექცა ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეცდომების დაშვების პრევენციის აუცილებლობას.

ექსპერტმა განაცხადა, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება დემონსტაციულად გამოეთიშა სამშვიდობო პროცესებს, უარი თქვა მონაწილეობაზე მოლაპარაკებათა არსებულ ფორმატებში. ~სამშვიდობო ინიციატივების~ დეკლარირებას პოპულისტური განცხადებების ხასიათი მიეცა. ნორმად იქცა აგრესიული რიტორიკა, სამხედრო შენაერთების გადაადგილებები და სწავლებები კონფლიქტების ზონებთან. უარი ითქვა ძალის გამოუყენებლობის გარანტირების შეთანხმებაზე.

ასეთ ფონზე, რუსეთმა პრაქტიკული ზომები მიიღო ქვეყანაში შემოჭრის მოსამზადებლად. განახორციელა სტრატეგიულად მნიშვნელოვან საქართველოსთან მიმდებარე რეგიონში თავისი სამხედრო ყოფნის გაძლიერება, სათუო გახადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტურ სივრცეში ინსტიტუციონალური დამკვიდრება.

ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიაზე დამყარებული პირველი ეტაპის სამოქმედო გეგმა უნდა დაექვემდებაროს საერთაშორისო სამართლის დამცველ ინსტიტუტებში არგუმენტირებული პოზიციის წარმოდგენასა და კონფლიქტით გახლეჩილ რეგიონების მოსახლეობაში ურთიერთნდობის აღდგენის მიზანს. საგანგებო ყურადღება უნდა დაეთმოს ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამოქალაქო თანხმობის დამკვიდრებას და ეკონომიკური ვითარების სტაბილიზაციას.

დასკვნის სახით კი მომხსენებელმა განაცხადა, რომ მთავარ შეკითხვად რჩება რამდენად ხელეწიფება ამ მიზნების განხორციელება არსებულ ხელისუფლებას, რასაც პირველი პასუხი გაეცემა მომავალი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისას.

მოხსენების შემდეგ ექსპერტებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა, მოხდა 2008 წლამდე ჩატარებული სამუშაოს შესახებ სხვადასხვა მოსაზრებისა და შეკითხვების გაზიარება. ექსპერტებმა ასევე გამოთქვეს მოსაზრებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ექსპერტთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ საჭიროა ადგილზე დარჩენილმა ქართულმა მოსახლეობამ აქტიური მონაწილობა მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ექპერტთა მეორე ნაწილი კი აღნიშნული მოსაზრების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი.


გენდერი, ქალები და სამშვიდობო პროცესები
შორენა ლორთქიფანიძე 

მომხსენებელმა მიმოიხილა ტრადიცული შეხედულებები ქალებისა და მამაკაცების გენდერული როლების შესახებ.  აღნიშნა, რომ მშვიდობისმშენებლობის სფეროში მთლიანად პრევალირებდა მამაკაცის შეხედულებები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი კი, არის ის, რომ მამაკაცები იწვევენ და იწყებდნენ კონფლიქტებს და მათი საქმეა კონფლიქტების მოგვარება.

გენდერული თანასწორობის მიდგომამ ტრადიცული შეხედულებები შეზღუდა და გზა მისცა ახალ ხედვას, რაც გულისხმობს სამშვიდობო პროცესის გენდერიზაციას ანუ ქალის როლის გაზრდას სამშვიდო პროცესის ისეთ ეტაპებზე, როგორიცაა სამშვიდო გეგმის შემუშავება, მისი შეთანხმება, განხოერციელება, გახხორციელების მონიტორინგი და მშვიდობის შენარჩუნება.

მომხსენებლის აზრით ქალების მონაწილეობა მშვიდობის მშენებლობაში განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: ქალები და ბავშვები იქცევიან ომის/კონფლიქტის მთავარ მსხვერპლად; ქალებს ეხებათ კვების საკითხები; ისინი ზრუნავენ ბავშვებზე და მათ მომავალზე; იქცევიან ომის შედეგად ყველაზე ღატაკ ფენად; ომის/კონფლიქტის შედეგად იმატებს ძალადობა ქალის მიმართ.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ქალის როლი კონფლიქტის სხვადასხვა ეტაპეზე განსხვავებულია.

ქალის როლი ომის/კონფლიქტის დაწყებამდე - არის ყველაზე მნიშვნელოვანი – არაძალადობრივი გზების ძიება, მშვიდობის კულტურის შექმნა, კონფლიქტის თავიდან აცილების გზების ძიება.

ონფლიქტის დროს ქალის როლი არის უფრო ჰუმანიტარული და საპროტესტო;

ომის/კონფლიქტის შემდგომ ქალის როლი არის აღდგენა/რეკონსტრუქცია; ომისგან დაზარალებულებთან მუშაობა; შერიგების და პატიების მიღწევა; მყარი მშვიდობის გარანტიების შექმნა.

მომხსენებელმა დაახასიათა ქალთა მიერ მშვიდობისმშენებლობის 3 მიმართულება: ქალთა აქციები მშვიდობისათვის, ანტიმილიტარისტული და ქალთა მონაწილეობის ზრდა გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში და ამით ქალთა გავლენის გაზრდა. მომხსენებელმა ასევე მიმოიხილა საერთაშორისო კანონმდებლობაში ასახული ქალთა თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობა კონფლიქტებზე რეაგირებისა და მშვიდობისმშენებლობის პროცესში.  

გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს არსებობს გავრცელებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გენდერული თანასწორობის საკითხი უფრო პოლიტკორექტულობის თემაა, ვიდრე რეალური და საფუძვლიანი პრობლემა, მიუთუმეტეს დასავლურ საზოგადოებაში, ასევე საქართველოშიც, კვლევები საპირისპიროს ადასტურებს. ქალები ჯერ კიდევ ვერ სარგებლობენ სრული თანასწორობით ბევრ სფეროში და შესაბამისად მათი რესურსის გამოყენების შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს. თუ მშვიდობისმშენებლობის კუთხით შევხედავთ, მოლაპარაკებების მრავალი ფორმატი საერთოდ არ ითვალისიწნებს ქალების მონაწილეობას.

დასკვნის სახით მომხსენებელმა აღნიშნა: იმისათვის, რომ საქართველოში გავააქტიუროთ ქალების როლი მშვიდობის მშენებლობის პროცესში საჭიროა შემდეგი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, რომელსაც აქტიური და ფართო მხარდაჭედა ექნება (თუმცა მხარდაჭერის მოპოვება ცალკე სტრატეგიას გულისხმობს):
გავაძლიეროთ ქალები მშვიდობისშენებლობის კუთხით, მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს (მაგ, სტრატეგიულ დოკუმენტებში, რომელიც კონფლიქტების მოგვარებას ეხება გამოვყოთ ქალთა ჯგუფების როლი მოლაპარაკებების პროცესში);

მოხსენების დასასრულს ექსპერტებმა დასვეს საინტერესო შეკითხვები იმის თაობაზე, თუ რა არის საჭირო, რომ განხილული სიტუაცია საქართველოში გამოსწორდეს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საჭიროა გენდერის კომპონენტის ინტეგრირება განათლების სისტემაში. ასევე ისტორიისა და ლიტერატურის გამოყენება საკითხის უკეთ შესასწავლად.

ექსპერტებმა იმის შესახებაც იმსჯელეს, თუ რატომ ხდება, რომ კონფლიქტის აქტორებად ძირითადად მამაკაცები გვევლინებიან. მოხდა იმის დაფიქსირება, რომ ხშირად მოლაპარაკებების ფორმატი არ აძლევს ქალებს საშუალებას უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ სამშვიდობო პროცესში.

განხილულ იქნა ასევე ომისა და ომის შემდგომ პერიოდში ქალების ძალადობისაგან დაცვის არსებული მექანიზმები და მათი ეფექტიანობა. აღინიშნა, რომ სასურველია სამშვიდობო მისიები გენდერულად სენსიტიური კადრებისაგან შედგებოდეს, რომ მისიების თანამშრომლებს ჰქონდეთ გავლილი სპეციალური ტრენინგი.

მსჯელობა გაიმართა ასევე საკითხზე, რომ ქალების, მეუღლეებისა და დედების თემა უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული სხვადასხვა დონეზე სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებისას.



შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის ექსპერტთა შემდგომი შეხვედრის დღის    წესრიგის განხილვა და სხვა საკითხები. შეხვედრის დასრულება

შეხვედრის ბოლოს განხილულ იქნა შემდგომ შეხვედრაზე წარსადგენი მოხსენებები. შესაძლო თემებს შორისაა – ფსევდოკონფლიქტები და კვაზისამშვიდობო პროცესები კავკასიაში - (ალექსანდრე რუსეცკი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტი) და - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების დღევანდელი ეტაპი – (იულია   ხარაშვილი, იძულებით გადაადგილებულ პირ ქალთა ასოციაცია “თანხმობა).

პროექტი დაფინანსებულია ფინეთის მთავრობის მიერ

 
 

საიტზე შემოსულია

We have 1 guest online