|
შავი ზღვის სამშვიდობო ქსელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და დამოუკიდებელ ექსპერტთა მეექვსე შეხვედის ანგარიში
19.01.2010
შესავალი
ამა წლის 19 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა პროექტის “შავი ზღვის სამშვიდობო ქსელის” ქართული კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ექსპერტთა რიგით მეექვსე შეხვედრა.
პროექტი ხორციელდება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და კრიზისების მართვის ინიციატივის ორგანიზაციასთან (Crisis Management Initiative) თანამშრომლობით.
შეხვედრაზე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის ორმა წარმომადგენელმა წარადგინა საკუთარი პრეზენტაციები თემებზე: – ფსევდოკონფლიქტები და კვაზისამშვიდობო პროცესები კავკასიაში - (ალექსანდრე რუსეცკი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტი) და - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების დღევანდელი ეტაპი – (იულია ხარაშვილი, იძულებით გადაადგილებულ პირ ქალთა ასოციაცია “თანხმობა).
ფსევდოკონფლიქტები და კვაზისამშვიდობო პროცესები კავკასიაში
(ტალიავინის კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის კრიტიკა, ალტერნატიული ხედვა და ახალი სამშვიდობო პროცესის ჩამოყალიბების ძირითადი ფრაგმენტები)
მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საკუთარი ხედვა, იმის შესახებ, რომ არსებული ე.წ. სამშვიდობო პროცესები წარმოადგენენ რეალობაში მხოლოდ და მხოლოდ კვაზისამშვიდობო პოლიტიკურ პროცესებს. მათი განვითარების პარადიგმა გვიჩვენებს, რომ ეს პროცესები არ არიან ორიენტირებულნი პოზიტიურ შედეგებზე სტრატეგიული თვალსაზრისით. და ამ შირმის უკან ხდება სხვა და სხვა სახის გარიგებები და ავანტიურები, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს, რეგიონს, საერთაშორისო უსაფრთხოებას. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველოს დიპლომატიური სკოლის და სამეცნიერო – ანალიტიკური ელიტის “დამსახურებაა”. მომხსენებელმა დეტალურად განიხილა 2008 წლის აგვისტოს ომის წინაპირობები და ხაზი გაუსვა, რომ ეს ომი არ დაწყებულა საქართველოს
ტერიტორიაზე და ამ ომის ძირითადი მოტივი და ობიექტი არ იყო მხოლოდ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიები. კონფლიქტის ძირითად ობიექტს წარმოადგენდა ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის ნავთობსადენი. აი ამ ნაფთობსადენის აფეთქებით 2008 წლის 5 აგვისტოს დაიწყო ეს ომი. აფეთქებაზე პასუხისგებლობა იკისრა ქურთთა მუშათა პარტიის ერთ-ერთმა ფრთამ.
მომხსენებლის აზრით, ეს გვაძლევს იმის უფლებას, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომლის შექმნაშიც დაიხარჯა 1 700 000 ევრო (!!!), ჩავთვალოთ როგორც დოკუმენტი, რომელიც არ ისახავს არსებული დაპირისპირების შინაარსის ფუნდამენტურ ანალიზს და არის ნაწილი იმ კვაზისამშვიდობო პროცესისა, რომელიც წლების განმავლობაში უქმნის საერთაშორისო საზოგადოებას პრობლემების მოგვარების მცდელობის ილიუზიას .
ექსპერტმა ასევე წარადგინა სხვა ფაქტები, რომლებიც, მისი აზრით, გვაძლევენ უფლებას რომ ტალიავინის კომისიის დასკვნითი დოკუმენტი უარყოფითად შევაფასოთ, ესენია:
1. 2008 წლის აგვისტოს ომი არ დაწყებულა საქართველოში, იგი დაიწყო ნატოს ქვეყნის (!) - თურქეთის ტერიტორიაზე. ანუ რუსეთის ფედერაციამ და მათმა მოკავშირე ტერორისტულმა ორგანიზაციებმა მიიტანეს იერიში ბთჯ-ნავთობსადენზე. 2. ომში გარდა ოფიციალური სახელმწიფოებისა (საქართველოსა და რუსეთის ფედერაციისა) ჩართული იყო რუსეთის ფედერაციის მოკავშირეების სახით – ტერორისტული ორგანიზაციები, არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებები და სეცესიონისტური ეთნოკრატიული რეჟიმების სამხედრო შენაერთები. 3. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა საბოლოო ჯამში საქართველოს ტერიტორიებზე, და სამხედრო დაპირისპირება ძირითადათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთებს შორის წარმოებდა, ეს ომი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ საქართველო-რუსეთის ომად. ეს დიპლომატიური და პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა . 4. ნატოს ქვეყნების ინტერესებში რა თქმა უნდა არ არის იმ ფაქტის აღიარება, რომ რუსეთმა და მისმა მოკავშირეებმა დარტყმა მიაყენეს ნატოს ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობსადენს და მოახდინეს ნატოს მოკავშირე ქვეყნის (საქართველოს) ტერიტორიის ოკუპაცია. ნატო აღმოჩნდა უძლური რომ ადექვატურად ეპასუხა და დაეცვა საქართველო, და საერთაშორისო ენერგეტიკული ობიექტი აგრესიისაგან. 5. რუსეთმა მიაღწია ამ ოპერაციის მეშვეობით ნატოს ქვეყნებს შორის უთანხმოების შეტანას ან გაღმავებას, რაც გამოიხატა იმაში, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა სამხრეთ კავკასიაში რეგიონის გარე აქტორების მონაწილეობის შეზღუდვისა და რუსეთთან ერთად ამ რეგიონის ორმხრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების სურვილი. ეს აისახა ერდოგანი-მედვედევის მოსკოვის შეხვედრის ერთობლივ განცხადებაში.
აღნიშნული ფაქტების ჩამოთვლის შემდეგ მომხსენებელმა, წარმოადგინა საკუთარი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი სამშვიდობო პროცესი არის აუცილებელი კრიზისის დაძლევისათვის:
1. საქართველო არსებულ ვითარებაში უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც მხარე, არამედ როგორც პირველ რიგში - რუსეთის ფედერაციისა და ნატოს გეოპოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლი. (ამის განცხადება ამ ეტაპზე, არ არის აუცილებელი რომ გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, ეს არის პრეროგატივა ოპოზიციური პარტიების ჯანსაღი ნაწილის და, შესაძლებელია – ზოგიერთი მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტების). 2. გამომდინარე იქედან, რომ რეალური დაპირისპირების ძირითადი მხარეები არიან ნატო და რუსეთი, უნდა შეიქმნას სამშვიდობო მოლაპარაკებების ორმხრივი ადეკვატური ფორმატი “ნატო-რუსეთი”, რომლის ფარგლებშიც მოხდება ერთობლივი გეგმის შემუშავება. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა, როგორიც არის ტერიტორიების დეოკუპაცია და ნატო-რუსეთის ერთობლივი დროებითი პოლიციური სამშვიდობო შენაერთების ფორმირება. 3. ამ შენაერთების ძირითადი მიზანი უნდა იყოს დევნილების დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა, შერეული პოლიციური კონტინგენტების შექმნა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებისაგან.
მოხსენების დასრულების შემდეგ შეხვედრაში მონაწილე ექსპერტებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა. ექსპერტთა მსჯელობა შეეხო კონფლიქტებთან მიმართებაში ხშირად გამოყენებულ ტერმინოლოგიას, აღინიშნა, რომ უნდა მოხდეს მხარეებს შორის შეთანხმება ერთიან ტერმინებზე. აღინიშნა, რომ უნდა მოხდეს კველევითი ინსტიტუტებისა და მეცნიერთა მუშაობის გააქტირუება კონფლიქტური რეგიონების კუთხით. საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უმცირესობაში დარჩენილ ეთნიკურ ქართველებს, და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებს. განხილული იქნა აფხაზეთში ქართველების საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები. გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც კვლევებს ჩაატარებს: თუ რა წყაროებს იყენებს დიპლომატები, პოლიტიკოსები თუ სამოქალაქო საზოგადოება კონფლიქტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების დღევანდელი ეტაპი
ექსპერტთა შეხვედრის მეორე ნაწილში, მომხსენებელმა ისაუბრა: დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების დღევანდელი ეტაპის შესახებ.
დევნილისთვის მდგრადი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება და რეინტეგრაცია, რაც იდეალურ ვარიანტს წარმოადგენს, მაგრამ არა ყოველთვის შესაძლებელს, ან იმავე ქვეყნის ტერიტორიაზე ახალ ადგილზე ინტეგრაცია. Aამ ორი შესაძლებლობიდან დევნილის არჩევანი უნდა იყოს გაკეთებული, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (ინფორმედ ცჰოიცე) – ეს უნდა იყოს არა მხოლოდ ოფიციალურად არსებული ინფორმაცია, არამედ დამოუკიდებელი კვლევების შედეგები და შესაძლოა, “გო ენდ სეე” ვიზიტები, ანუ შესაძლო დაბრუნების ადგილების დათვალიერება.
სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ყველა დევნილს აქვს უპირობო დაბრუნების უფლება თავიანთ მიწა-წყალზე. ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ დევნილებთან მიმართებაში საბოლოო მიზანს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნება წარმოადგენს, ასეთი სურვილი აქვთ ასევე დევნილებს, სამწუხაროდ, არსებული პოლიტიკური რეალობის ფონზე, ეს მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება, მანამდე კი საზოგადოებაში ინტეგრაციის გზით მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვაა საჭირო. Eეს წარმოადგენს ერთ-ერთ გამოწვევას დევნილებისთვის, რადგან ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ ინტეგრაცია და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ნიშნავს დაბრუნებაზე უარის თქმას. ხშირად გმოითქმება აზრი რომ, თუ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, შედეგად მოიტანს დევნილთა სტატუსის დაკარგვას და სრულ ინტეგრაციას, ეს ყველასთვის არაა სასურველი.
მოხსენების მიხედვით ძირითად პრობლემებს, რომელთა ეფექტურად გადაჭრა საგრძნობლად შეუწყობს ხელს დევნილთა სოციალურ ინტეგრაციას საზოგადოებაში წარმოადგენს:
• საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა (დაბინავება/განთავსება) • ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და განათლება • დასაქმება ყველა ეს კომპონენტი აისახა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში, რომელიც დამტკიცდა 2008 წლის 30 ივლისს, ომამდე ერთი კვირით ადრე. 2008 წლის ომმა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციამ შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება Dდევნილთა საკითხის მიმართ. Gგადაუდებელი დახმარების საჭიროებამ აიძულა საერთაშორისო საზოგადოება გაეკეთებინა ყველა არსებული რესურსის მობილიზება. 2008 წლის ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული და გადაუდებელ დახმარებასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ იმავდროულად დაიწყო ახალი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება 90 - იანი წლების დევნილებისათვის. მთავრობამ ომით დაზარალებულ მოსახლეობას შესთავაზა მდგრადი საცხოვრებელი, ამ მიზნით ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად დაიწყო ეგრეწოდებული “კოტეჯების” მშენებლობა – მთავარი მოსაზრება იყო ის, რომ ომით დაზარალებულებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი იქნებოდა კვლავ სოფლად დასახლება _ მსგავს პირობებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილთან ახლო არეალში. Dდევნილებს ეძლეოდა კოტეჯი/ბინა მთლიანად აღჭურვილი ავეჯით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, ტელევიზორი), სამუშაო იარაღებით, საკვებით. დღეისთვის, 40 ახალ დასახლებაში აშენებულია
• 4 379 კოტეჯი • 1 524 ბინა.
ახალ დასახლებებში განთავსებულია 20 800 დევნილი, დანარჩენი დევნილები რჩებიან კომპაქტურ ცენტრებში (დაახლოებით 4 000 ადამიანი) და კერძო სექტორში (დაახლოებით 1,500).
სრული ტექსტი
|